
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შეკითხვას სვამს და პასუხის გაცემას 24 აპრილს აანონსებს. პარლამენტის წევრი ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და პოლიციელი მაღალჩინოსნების ჩამოთვლასაც იწყებს.
გოგა ხაჩიძე წერს:
კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდნენ დღეს, ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! რატომ მივიდა იმავე ადგილზე, იგივე დროს, რამოდენიმე საპატრულო ეკიპჟი?!..
რას ელოდნენ და რისთვის ემზადებოდნენ?!
არა მგონია, ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრის კორპუსთან, დღის 3 საათზე, ამდენი ძალოვანი "აბირჟავებდეს".
როგორც ბ-ნი დავით უსუფაშვილი იტყოდა: "ამასობაში" ვიღაცეები დავადგინე...
თეთრ პერანგში და ნაცრისფერ პიჯაკში - ჯღარკავა, ქალაქის სამმმართველოში საუბნო სამმართველოს უფროსი (ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ძმა).
ჯღარკავას უკან, ლევან ტოგონიძე, ვაკე საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი.
მარჯვნივ ბოლოში, ვიქტორ რაზმაძე ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი.
ერთერთი, ზურგით დგას, (თავზე იცნეს ) ნიკა სალამიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე.
თუ რამე უზუსტობა გამეპარა, ან სხვა მოხვდა შემთხვევით კადრში წინასწარ ბოდიშს ვიხდი.
პასუხს ხვალ გაიგებთ აქ, ჩემს ფბ-ზე.".
მოგვიანებით ამ ფოტოსა და ანონსს ამავე გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გამოეხმაურა:
"ეგ, ცნობისათვის, ჩემი კორპუსის გვერდზეა და კი ვიცი, რომ პატივს მცემენ, მაგრამ უკვე ნამეტანია... ისე, მაგ დროს სახლში ვიყავი სამი საათისთვის კი შევამჩნიე, რომ დიდი ფაციფუცი ქონდათ, მაგრამ არ გამიკვირდა, მაგათ სულ რაღაც ელანდებათ და საგიჟეთი აქვთ. მოუხელთებელ ჯოს იცავენ".