
მოსკოვში "მსახიობთა სახლში", დღეს „დიდი საღამო ქართული აქცენტით“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, "ქართველთა კავშირი რუსეთში" პრესამსახური ავრცელებს.
საღამოს სპეციალური სტუმარი საქართველოდან მსახიობი კახი კავსაძეა. საღამოში სხვა ცნობილი ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, სოსო პავლიაშვილი, ეთერ ბერიაშვილი, მანანა თოდაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე, გიორგი მელიქიშვილი და ანსამბლი „სულიკო“. ქართველებთან ერთად საღამოში მონაწილეობას გენადი ხაზანოვი, ლეონიდ იარმოლნიკი და სხვა არტისტები მიიღებენ.
პარალელურად, მოსკოვის მსახიობის ცენტრალური სახლის ფოიეში სტუმრებს ცნობილი ქართველი მხატვრის ბადრი თოფურიას ნამუშევრების ხილვის საშუალება ექნებათ. ღონისძიების ორგანიზატორია "ქართველთა კავშირი რუსეთში" და იაბლოჩკინას სახელობის მსახიობის ცენტრალური სახლი. საღამო მოსკოვის დროით 16:00 საათზე დაიწყება.