
ევროპარლამენტმა რუსული გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას რუსეთთან გაზის საკითხში არსებულ დავაში დაეხმაროს.
სტრაზბურგში დღეს ევროპარლამენტის რეზოლუციას უყარეს კენჭი, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ გაზსადენი "სამხრეთის ნაკადი" არ უნდა აშენდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიწოდების სხვა წყაროები.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ბულგარეთმა თავის ტერიტორიაზე ნავთობსადენის "სამხრეთ ნაკადის" იმ მილების დემონტაჟი განახორციელა, რომელიც 2013 წელს რუსული "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ერთად დამონტაჟდა, როგორც "სამხრეთ ნაკადის" დაწყების სიმბოლო.