
ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები გაამართლეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაია, რობერტ სუთიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი, მამუკა აბაშიძე, დავით ვეკუა, დავით ჩუბინიძე და დავით გიორგაძე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
ამასთან, იმ ბრალდებულებს, რომელთაც აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰქონდათ შეფარდებული, გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ.