
ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სახელწოდებით - "რუსეთის გავლენა "აღმოსავლეთ ევროპის" ქვეყნებზე და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია" საუბარია იმაზე, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით:
"რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით. ევროკავშირის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, მსგავსად სხვა ევროპული ქვეყნებისა, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ მოითხოვონ კავშირის წევრობა იმ პირობით, რომ დაიცავენ დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებას, ადამიანისა და უმცირესობების უფლებას და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას.
ევროპარლამენტი სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ოკუპირებულ ქალაქებში ძალაუფლების აღდგენას ცდილობს. მივესალმებით იმ თავშეკავაებას და აუჩქარებლობას, რომლითაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება შექმნილ კრიზისს უმკლავდება", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.