18 აპრილს მოსკოვში, მსახიობთა ცენტარლურ სახლში, რომელიც „სტარი არბატზე“ მდებარეობს, საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარსდგება.
წარმოდგენა კრემლთან დაახლოებული ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ორგანიზაციის „რუსეთში ქართველთა კავშირის “ მიერაა დაფინასებული და მას „დიდი საღამო ქართული აქცენტით“ ეწოდება.
მოსკოვში გაკრულ პლაკატებზე კახი კავსაძე მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს სსრ სახალხო არტისტი“.
