რუსთავის საქალაქო სასამართლომ შპს “მანის” დირექტორ შალვა კილაძეს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. კილაძემ აღნიშნული თანხა 40 დღეში უნდა გადაიხადოს.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებად 100 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
გიგი უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან. გამოძიების განმარტებით, საქმე ეხება ლიცენზიის გარეშე წიაღისეულის მოპოვებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.