გივი თარგამაძე ვანო მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს: „ცოტაც დაისვენე, ვანო, ცოტაც...“

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ვანო მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და წერს, რომ მეგობრის მიმართ ბინძურ ქმედებებს „ჰაკიმ ფაშას და მის ტურებს“ არ აპატიებს.

 

„დღეს ჩემი დიდი ხნის მეგობრისა და თანამებრძოლის, საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის თავგამოდებული მებრძოლის, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ერთერთი შემქმნელისა და დამმკვიდრებლის, უბრალოდ კარგი ადამიანის, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეა.

 

დღეიდან სამი თვის განმავლობაში ის ჩემზე უფროსი იქნება და რამე ჭკვიანურს თუ იტყვის, დავუჯერებ. მის ოჯახს, დათუნას, მიშოს და თაკოს ვუსურვებ ჯანს და მოთმინებას.

 

ვანოს ვუსურვებ, კარგად დაისვენოს, რაც, მე მაინც ვიცი - მრავალი წელია არ გაუკეთებია. ვიცი, რომ ჩემი სურვილის გარეშეც, ამ დროს მაქსიმალურად გამოიყენებს განვლილი გზის ანალიზისთვის და ჩვენზე მშვიდ გარემოში დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს.

 

მალე გათავისუფლებას არ ვუსურვებ, რადგან ასეთი სურვილი იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ვზივარ და ველოდები, ეს როდის მოხდება, მე კი არ ვზივარ და არ ველოდები.

 

ჰაკიმ-ფაშამ და მისმა ტურებმა მშვენივრად იციან, რომ მეგობრის მიმართ ბინძურ ქმედებებს არ ვაპატიებ. ფარცხალაძემ ეს პირველმა შეიგრძნო. ასე რომ, ცოტაც დაისვენე, ვანო, ცოტაც“, - წერს გივი თარგამაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !