შოუ ,,ორი ვარსკვლავი“ ჟიურის წევრმა მუსიკოსმა თეონა კონტრიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. კონტრიძე შოუს მონაწილე წყვილს სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დუეტის შეფასებისას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს სიტყვა.
მან კოლეგები, რომლებიც ხუმრობდნენ გააფრთხილა, რომ დატოვებდა შოუს, მაგრამ ჟიურის წევრებმა მისი ნათქვამი ხუმრობად ჩათვალეს, გაბრაზებულმა კონტრიძემ დუეტს ქულა დაუწერა და პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა.