
ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს ლევან მამალაძეს ამნისტია შეეხო.
ამის შესახებ ინფორმაციას „ფრონტნიუსი“ მამალაძის ადვოკატზე მამუკა ნოზაძეზე დაყრდნობით ავრცელებს:
„ამნისტიის საფუძველზე ლევან მამალაძეს სასჯელი ¼–ით, 12 წლამდე შეუმცირდა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ საქმის გადახედვას, როგორც ახალი გარემოებების საფუძველზე, ასევე ველდებით ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, რასაც ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გვპირდებოდა“,– განაცხადა ადვოკატმა.