-
2014-04-06 13:56
„მე ყოველთვის მეგონა, რომ რუსი ვიყავი, მაგრამ უცბად აღმოვაჩინე, რომ უკრაინელი ვყოფილვარ“- წერს დევიდ დუხოვნი ტვიტერის მიკრობლოგზე.
მსოფლიოში ცნობილმა ჰოლივუდის მსახიობმა, დევიდ დუხოვნიმ უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სერიალ „საიდუმლო მასალების“ ვარკვლავმა საკუთარი თანადგომა თავისებურად გამოხატა :
„მე გავიზარდე ისე, რომ სულ მეგონა, რომ რუსი ვიყავი, თუმცა მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის უკრაინელი ვიყავი. არასოდეს არ არის გვიანი, რომ შეიცვალო“- აცხადებს 53 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი დავიდ დუხოვნი.
დევიდ დუხოვნი ნიუ-ორკში დაიბადა. მისი მამა აბრაამ დუხოვნი წარმოშობით უკრაინელი ებრაელია. დევიდის ბებიამ და ბაბუამ რუსეთი სტალინის რეპრესიების დროს დატოვეს.