
კრემლის აგრესიულ ქმედებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დასავლეთს ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად უფრო აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
„ომი ახლოვდება, რატომ ვერ მშვიდდება რუსეთის შეშლილი მეფე“ - ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი სტატია გამოცემა „ფორინპოლისში“ გამოაქვეყნა.
„ბარაკ ობამასა და დასავლეთს, განსაკუთრებით კი ევროპას არ სურს მკაცრი სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ცივი ომისგან განსხვავებით დღეისთვის დასავლურ კომპანიებს რუსეთთან თანამშრომლობით დიდი სარგებელი აქვთ.
სანქციების პირველ ეტაპს მხოლოდ დროებითი ეფექტი ჰქონდა, რადგან აქციების ფასები და ბაზარი სწრაფად დასტაბილურდა.
როგორ უნდა აღიქვას პუტინმა დასავლეთი სერიოზულად, თუ უოლსტრიტზეც კი არ სჯერათ დასავლეთის ალიანსის სერიოზულობის?
დასავლეთმა ან ახლა უნდა იმოქმედოს, ან გადადოს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით და მომავალში გაცილებით დიდი საფასური გადაიხადოს. რუსული აგრესიის კიბო პირველად საქართველოში გაჩნდა, მაგრამ დასავლეთმა დიაგნოზს ყურადღება არ მიაქცია და მკურნალობისთვის ასპირინი გამოიყენა.
ყირიმი მეტასტაზაა და იმის გამო, რომ დასავლეთი მაღალი რისკის გამო ქირურგიულ ჩარევას არ აპირებს, ქიმიოთერაპიას მაინც უნდა მიმართოს“, - წერს სააკაშვილი.