უგულავა: პროკურატურა არის ყაჩაღთა ბანდა, რომელსაც ყაჩაღი ფარცხალაძე მართავს

Image

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო ორგანოს „ყაჩაღთა ბანდას“ უწოდებს:

 

 

"პროკურატურა უსირცხვილოდ ტყუის და ძალიან ვწუხვარ, რომ მათ არ აქვთ თუნდაც წარსულ შეცდომებზე სწორი დასკვნის უნარი. რაც არ უნდა ალკოჰოლიკად, ფსიქიკურად აშლილად გამოაცხადონ ადამიანი, კითხვები არის, კითხვები არის ლეგიტიმური და არ ჩაცხრება. რაც უფრო ჯიუტად შემოგვთავაზებენ ახალ-ახალ, რაღაც ერთმანეთთან დაუკავშირებელ ვერსიებს, მით უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება. მათთვის შეიქმნება ეს პრობლემა, იმიტომ, რომ როცა გარდაცვლილია ადამიანი, ამ ოჯახს უკან დასახევი გზა არ აქვს. ეს ხომ კარგად უნდა იცოდნენ. გუშინ საუბრობდა პროკურორი, რომ სანდო არ არის ალტერნატიული ექსპერტიზა, იმიტომ, რომ ფოტომასალაზეა დაყრდნობილი. კი მაგრამ, ფოტომასალებზე დაყრდნობილიც კი არ გაუკეთებიათ ჟვანიას საქმეზე, ჩიჩუა ისეა დაჭერილი. ეს ორმაგი სტანდარტი ანგრევს პროკურატურას, მის სანდოობას ნულის ქვევით აგდებს. ეს არ არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ უწყების მიმართ არსებობს. მისი ქმედებები მთლიანად გაცდა საკანონმდებლო სივრცეს. ეს არის ჩვეულებრივ ყაჩაღთა ბანდა, რომელსაც ყაჩაღი ფარცხალაძე ხელმძღვანელობს", - განაცხადა უგულავამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !