სერგეი მარკოვი: „შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთში მართლაც არის რაღაც პრობლემები“

Image

„რუსეთს არ აშინებს, რომ ამ გზით - პასპორტების გაცემის გამარტივებით, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობა გაუარესდეს, რადგან ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ“, -

 

ამის შესახებ პოლიტოლოგმა,რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრმა სერგეი მარკოვმა აზერბაიჯანულ გამოცემა 1news.az-თან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთს არა აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში რუსეთის პასპორტების მასობრივი გაცემა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს გააუარესებს, ან ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდება.

 

მარკოვი აცხადებს, რუსეთი მოხარული იქნება საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გამო, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. მარკოვს ასევე ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია სომხეთთან კონფლიქტის სცენარი: „მე ვფიქრობ, სომხეთის ხელისუფლება ამით არ იქნება დაინტერესებული, რადგან სომხეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც ტრანზიტულ ტერიტორიას“, - თქვა მან.

 

ამასთან, მარკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პასპორტების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც ამას მოისურვებს. მისივე თქმით, ცალკეულ ქვეყნებსა და რეგიონებში რუსეთის პასპორტებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ შეინიშნება - მაგალითად, აზერბაიჯანში. მარკოვი ამას იმით ხსნის, რომ აზერბაიჯანში სტაბილური სიტუაციაა, ცხოვრების დონე კი დღითიდღე უმჯობესდება.

 

მარკოვს მიაჩნია, რომ იმ რეგიონებში, სადაც ნაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ადამიანის უფლებები ირღვევა, რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი მატულობს. რუსმა პოლიტოლოგმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთი სწორედ ასეთი რეგიონების რიცხვში შედიოდეს: „ქართული ელიტა, ტრადიციულად, ნაციონალისტურადაა განწყობილი, ამიტომაც, საქართველოში ეთნიკური უმცირესობა ხშირად დგას სიძნელეების წინაშე. შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთში მართლაც არის რაღაც პრობლემები“, - ამბობს მარკოვი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !