
დაახლოებით ერთი საათის წინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, "ჯი პი სის" აფთიაქი დააყაჩაღეს.
შეიარაღებული პირი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოითხოვა. წინასწარი ინფორმაციით, მან 500 ლარამდე თანხა გაიტაცა და გაიქცა. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს "ჯი პი სის" აფთიაქის დაყაჩაღების მეორე შემთხვევაა. 30 მარტს ამავე ქსელის აფთიაქი დიდ დიღომშიც დააყაჩაღეს.