
პავლე კუბლაშვილმა "რეაქციაში" განაცხადა, რომ კომიკური და ტრაგიკულია, როცა საპარლამენტო უმრავლესობას არ უჩნდება კითხვები, ვინ არის მთავარი პროკურორი, რომელსაც არავინ იცნობს. მისი თქმით, ასე იყო ფარცახალაძის დანიშვნის დროს და ასე იყო ბადაშვილის დანიშვნის დროსაც.
"ძალიან ცუდია, რომ უმრავლესობიდან არავინ დასვა შეკითხვა მთავარ პროკურორზე, რომელსაც არავინ იცნობდა: არავის გაუჩნდა შეკითხვა და ყველა ამბობდა, რომ რახან პრემიერმინისტრმა წარმოადგინა, ესე იგი, კარგი ადამიანი იქნება და ვენდობითო.
მერე, როცა ფარცხალაძე გადადგა და დანიშნეს ბადაშვილი, ხდება იგივე... იქნებ, გამოსულიყო ვინმე და ეკითხა, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობს? ამიტომ გეუბნებით, ქალბატონო მანანა, მიხედეთ პროკურატურას, თორემ ყველაფერი ჩამოგენგრევათ თავზე - ამ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით...", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.