-
2014-04-04 23:05
„მე არ მესმის, რატომ არის ეს საქმე ამხელა სპეკულაციის საგანი, ეს ასე არც მოხდებოდა, რომ გასულიყო ჩვენი წინადადება და შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოჯახი ენდობა, ისინი არ ენდობიან პროკურატურას, რომელსაც ვერც მე ვენდობი.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
„დღევანდელ პროკურატურას ბოტასების ქურდი, ფარცხალაძე მართავს, მათ უამრავი საქმე დატოვეს გამოუძიებელი და ამიტომ ნამდვილად გვაქვს საფუძველი იმისა, რომ არ ვენდოთ მას.
მით უმეტეს, რომ გუშინ, საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე მთავარი პროკურორის მოადგილემ თავის მთავარ ღირსებად ფარცხალაძესთან მეგობრობა დაგვისახელა“ - დაამატა მან.