
გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის მამა გენერალი გოგი თათუხაშვილი საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციას“ წამყვანმა ნინო შუბლაძემ გაავრცელა.
შუბლაძის განცხადებით, თათუხაშვილი პირადპირ ეთერში უნდა ჩართულიყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ეს ვერ მოხერხდა.