პავლე კუბლაშვილი - მანანა კობახიძემ ყველაფერზე ილაპარაკა, ოღონდ პროკურატურას კითხვა არ დაუსვა

Image

„როგორ შეიძლება ვენდოთ პროკურატურის დასკვნას, როცა პროკურატურა ამბობს, რომ მისი მთავარი მოწმე გაპარული იყო 18 მარტამდე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ მას დაცვა მიუჩინა?“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

 

„მე არ ვიცი აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ მინდა ვიცოდე პასუხები კითხვებზე, ვერ ვენდობით პროკურატურას, როცა „25-ე არხის“ დირექტორმა განაცხადა, რომ მას „აკაჩავებდა“ ბადაშვილი, ადამიანი, რომლის იმედიც დღევანდელ პროკურატურას აქვს“ - დაამატა მან.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მანანა კობახიძის განცხადებების შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურის გახსნილობა მისასალმებელია და ასეთი რამ წინა ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი იყო, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მანანა კობახიძემ ყველაფერზე ისაუბრა, ერთის გარდა: მას არ დაუსვამს კითხვა პროკურატურისთვის:

 

„აი, ეს არის იმის ნიშანი, რომ დღეს პროკურატურა ისევ ფარცხალაძისგან იმართება“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა. 

 

„მე არ მაგონდება პროკურატურის მაღალჩინოსანს ნებისმიერ გახმაურებულ საქმეზე პასუხები გაეცა დასმულ შეკითხვებზე“ - განაცხადა მანამდე, ამავე გადაცემაში მანანა კობახიძემ.

„ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხებს ითხოვდნენ, მაგრამ პროკურატურამ საქმეები ჩაფარცხა, ახლა კი პროკურატურა საჯაროდ შემოდის დისკუსიებში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეები თაროებზე აღარ შემოიდება. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა ყველა კითხვას პასუხს გასცემს“. - დაამატა მან.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?