
„როცა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ მისი კლიენტი იყო ნაწამები, პროკურატურამ განაცხადა, რომ ვერ იმსჯელებდა ფოტოების მიხედვით, მაგრამ როცა იმავენაირი ფოტოები გავრცელდა ჟვანიას შესახებ, პროკურატურამ დასკვნა დადო“. - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „რეაქციაში“.
„მე ვერ გამოვრიცხავ, რომ თათუხაშვილი პროკურატურაში ჩვენების მისაღებად აწამეს“. - თქვა მან და ასევე დაამატა, რომ როცა პროკურატურა ორ მსგავს შემთხევაში სხვადასხვანაირად იქცევა, ჩნდება საფუძველი ეჭვებისთვის.