-
2014-04-04 21:24
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება.
„ფრანს პრესმა“ გაავრცელა სპეციალური განცხადება ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.
„პროკურორებმა დაკითხვაზე დაიბარეს პროდასავლური ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მოქმედი მთავრობის ბოლო საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი ოფიციალური პირების წინააღმდეგაა მიმართული“, - ნათქვამია განცხადებაში.