
დამუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მათთვის საკმარისი იყო ის მასალა, რომელიც მათ შალვა თათუხაშვილის ადვოკატმა წარუდგინა იმ კითხვებზე პასუხიების გასაცემად, რაც აინტერესებდა თათუხაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველს:
„ეს დაზიანებები, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების სახით, რაც აღენიშნებოდა გარეგნულად შალვა თათუხაშვილის გვამს, ყველა მათგანი განვითარებულია სიცოცხლის დროს. ყველა ეს გარეგანი დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ან საგნების არაერთჯერადი მოქმედებით, მოიაზრება როგორც მუშტი, როგორც ხელკეტი, ჯოხი, ქვა, აგური. ჩვენ ავიღეთ დაახლოებით საშუალო დროის ინტერვალი და ეს დაზიანებები შვიდი დღის არის. ზურგზე არსებული დაზიანებების მიყენება საკუთარი ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.