-
2014-04-04 00:55
ქართული სამხედრო წარმოება: ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი".
პირველი ქართული სერიული, სადაზვერვო შეჯავშნული საბრძოლო მანქანა. შეიქმნა 2011 წელს. მანქანა მთლიანად საქართველოშია დაპროექტებული სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ, აქვს "ფორდის" შასი და ქართული ძარა.
"კობრაზე" და "ვულფზე" კომფორტული სალონი, დესანტი 6 კაცი. აქვს 2 კამერა წინ და უკან პერიმეტრის კონტროლისთვის.
მანქანა არის ორი მოდიფიკაციის: სადაზვერვო და ჩვეულებრივი ჯავშანავტომობილი. სადაზვერვო ვარიანტი შეიარაღებულია ექვსლულიანი ტყვიამფრქვევი M-134 მინიგანით, მეორე მოდიფიკაცია კი 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევით НСВ Утёс.
"არმადა.ჯი"-ს მონაცემები