
2014 წლის 4 აპრილს 16:00 საათზე ნატოს სამოკავშირეო ოფისთან ქ. თბილისში (მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 162) და გაიმართება აქცია "NATO აქაურობას".
აქცია „ფეისბუქზე“ დაანონსდა და მის აღწერაში ნათქვამია: „65 წლის წინ, 1949 წლის 4 აპრილს, ბრიუსელში, დაფუძნდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - NATO... (North Atlantic Treaty Organization) NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ხედვის უმთავრეს ორიენტირს.
ამიტომ ვიკრიბებით წელს და ვმართვათ აქციას "NATO აქაურობას"... ამგვარად ავღნიშნავთ NATO -ს 65 წლის დაბადების დღეს, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმართულ ჩვენს მისწრაფებას“.