-
2014-03-24 21:23
საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრი ვანო მერაბიშვილი 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ამის შესახებ შს ყოფილი მინისტრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს:
„დღეს, 2012 წლის 31 ოქტომბერს განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების ფაქტზე დაკითხვის დროს, პროკურატურას კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, ჩემზე ზეწოლით მიეღოთ მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენება.
მსგავსი მცდელობა უკვე განხორციელდა 2013 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ ღამის 3 საათზე პირადად შემომთავაზა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საკითხზე პროკურატურამ გამოძიებაც კი არ ჩაატარა.
დღეს უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ფარცხალაძის გეგმა კვლავ ძალაშია“, - წერს მერაბიშვილი.