„პრაიმტაიმი“ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის გაუხმაურებელ დეტალებზე

Image

ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ექსპერტიზის გაუხმაურებელი დეტალების შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

 

”გამოძიება რომ ექსპერტიზას არ ენდობოდა, ჯერ კიდევ სამი თვის წინ გახდა ცნობილი, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ექსჰუმაციის საკითხზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს შვეიცარიისა და ისრაელის ლაბორატორიებთან აწარმოებენ.

 

დღეს კი ექსჰუმაცია გამოძიების პირდაპირი ვალდებულება გახდა, ვინაიდან ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაჭერის გამო, საქმე საექსპერტო დასკვნის გარეშე დარჩა. მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ სკანდალურ ფოტოებზე აღნიშნული დაზიანებების განხილვით, ვინაიდან საინფორმაციო საშუალებებმა ეს კვირის განმავლობაში ისედაც ყაირათიანად მოახერხეს.

 

თქვენს ყურადღებას მხოლოდ ორ დეტალზე გავამახვილებთ: თუ ფოტოები ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის თვალხილული დაზიანებებიც, რომლებიც ექსპერტისთვის უხილავი აღმოჩნდა, რეალურია. თუმცა გოგორიშვილი შეეცადა, დავერწმუნებინეთ, რომ ის გაკვეთის დროს წარმოიქმნა. 

 

თუ აქამდე არსებულ ექსპერტიზის მასალებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ ცხედრების გარეგნულ აღწერას, სადაც ზუსტად ის სამოსია დეტალურად განხილული, რომელიც ჩვენ ფოტოებზე ვიხილეთ. გარემოც, სადაც ჟვანია და უსუპოვი წვანან, სულაც არ ჰგავს სასექციოს.

 

ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფოტოები გაკვეთამდეა გადაღებული, რადგან, როგორც წესი, გაკვეთის შემდეგ ტანსაცმელი მტკიცებულებად რჩება, ხოლო ცხედრებს სხვა სამოსით მოსავენ ხოლმე.

 

ახლა კი, რაც შეეხება ყველაზე საგულისხმო დეტალს, ამის შესახებ “პრაიმტაიმის” მკითხველს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი უამბობს:

 

- წლების წინათ, როდესაც ვახო კომახიძემ ეს მასალები მომიტანა, ექსპერტიზის მიკროსკოპული კვლევის ნაწილში აღმოვაჩინე დაზიანების აღწერა. ახლა, როცა ეს ფოტოები ვნახე, ჩემთვის სრული სურათი აღდგა – ეს იყო ის ჰემატომა ტვინის მაგარ გარსზე, რომელიც ფოტოებზე თვალსაჩინო იყო.

 

სამწუხაროდ, ეს თვალსაჩინო არ აღმოჩნდა ექსპერტისთვის, რადგან ამ აღწერილი დაზიანებისთვის შეფასება არ მიუცია. 

 

-  აბა, ვინ აღწერა ის? 

 

- პათანატომებმა. მათ დაწერეს ნამუსიანად, რაც ნახეს. სიცოცხლისდროინდელია ეს ჩაქცევა. ჩაჩუა კი ამას არ წერს იმ დროს, როდესაც შეფასებული აქვს ჟვანიას სხეულზე ოპერაციის შემდგომდროინდელი ნაწიბური. დასკვნა თქვენთვის მომინდვია. გულწრფელად მიხარია, რომ პრემიერმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სიცოცხლისდროინდელია დაზიანებები.

 

მაშინვე გამახსენდა მერაბიშვილის განცხადება 2005 წლის 3 თებერვალს, დილის 8 საათზე. მერაბიშვილმა შედეგი თქვა მაშინ, როდესაც არაფერი არ არსებობდა, ღარიბაშვილმა კი თქვა ის, რაც ამდენ ხანს იდო და არავის შეუმჩნევია. ორი განცხადება ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე – ერთი აბსოლუტურად არაარგუმენტირებული და მიმართულების მიმცემი, ყოვლად თავხედური თავის სითამამით და დაუსაბუთებლობით, მეორე – არგუმენტირებული.

 

- ეს დაზიანებები ექსჰუმაციის დროს არ გამოჩნდება, ალბათ.

 

- ექსჰუმაცია ახლა ამ გამოძიების ვალდებულებაა უკვე, რადგან ამ საქმეს ექსპერტიზის დასკვნა უკვე აღარ აქვს. ამ დასკვნიდან რაღაცების შენარჩუნება შეიძლება. თუ მართლა არსებობს ექსპერტიზის ვიდეოვერსია. ამ შემთხვევაში, თუნდაც ეს მიკროსკოპული აღწერილობა შეიძლება შეინარჩუნო.

 

როდესაც ფოტოზე არის სხვა და ექსპერტმა დაწერა სხვა, ყოველთვის უპირატესობა ეძლევა ექსპერტის დასკვნას. ხშირად მინახავს, რომ ფოტოზე დევს დეფორმირებული ტყვია, დასკვნაში კი ნაჩვენებია იდეალური ტყვია. ამ დროს ექსპერტის დასკვნას ანიჭებენ უპირატესობას მაშინ, როცა გაყალბდა მტკიცებულება.

 

სასამართლო დღესაც კი ამას არაფრად დაგიდევს. ეს იქნება პრეცედენტი, სადაც გამოჩნდება, რომ ტყუილად არ ტარდება ეს ვიდეოგადაღება და ფოტოგადაღება და თუ ექსპერტი რამეს გამოტოვებს, სწორედ ეს გადაღებული კადრები ამხელს მას.

 

ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს თემა – როგორ უნდა შეინარჩუნო ამ ექსპერტიზის ნაწილი, რომ არ დაიკარგოს. ეს მართლა პრეცედენტი იქნება პროცედურულად. ისიც, რომ ვიდეომ და ფოტომ ექსპერტის მინუსი აჩვენა და ეს დასტურდება, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. მართალი გითხრათ, მე ასეთ რამეს არ ველოდი. ეს არის სერიოზული გაბედულება და მტკიცებულებითი სამართლის ძალიან გაძლიერება”, – მოჰყავს გაზეთ “პრაიმტაიმს” ექსპერტის სიტყვები. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !