ნიკა ობოლაძე: „გადამწყვეტი კვირებიც მოვიდა, ამ კვირებში წყდება საქართველოს ბედი!“

Image

ნიკა ობოლაძე წერს, რომ გადამწყვეტი კვირები დადგა და ამ კვირებში საქართველოს ბედი გადაწყდება, ხოლო საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზის დროს ასკვნის, რომ „ქართული ოცნება“ ურეიტინგოა.

 

 

„გადამწყვეტი კვირებიც მოვიდა.

 

მიშას პოზიციები მყარდება, მხოლოდ მარტში 50- მდე ინტერვიუ მისცა საერთაშორისო ბეჭდური თუ სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებს, შეხვედრებს მართავს ევროპის მოქმედ ლიდერებთა, ამერიკის სენატორებთან და კონგრესმენებთან, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ფაქტობრივად, მისი შვილობილია, 46 მილიონიანი უკრაინისთვის მათი გმირია.

 

მიშას საერთაშორისო აღზევების ფონზე, ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში:

 

1. ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება

 

2. „ოცნება“ რეიტინგს კარგავს, პრინციპში, ურეიტინგოა (მისი პოლიტიკური კაპიტალი არა მისი რეიტინგი,არამედ "9 წელია").

 

3. „ოცნება“ აღარც არსებობს, ის დატოვა ხალხის პარტიამ (დავითაშვილი), მწვანეებმა (გაჩეჩილაძე), ტოვებს ეროვნული ფორუმი, ხოლო არჩეული პრეზიდენტი ურჩობს, მეტიც - ივანიშვილთან გაბუტულია და სააკაშვილის აშენებულ რეზიდენციაში შევიდა, რითაც გაამყარა მისი ინსტიტუციური და მორალური უფლებები და გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე.

 

4.უკვე მეორე არჩევნები მოიგო „ოცნებამ“ ზიზღით და რევანშისტული ლოზუნგებით, მესამე არჩევნები მოდის.... საქმე რთულადაა.

 

5.საგარეო პოლიტიკური სიტუაცია „ოცნებას“ აშიშვლებს.

 

რა დარჩენია ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ გაანადგუროს ოპოზიცია, უძაღლო ქვეყანაში კატად დარჩეს და იყეფოს ?

 

მაგრამ, როგორ უნდა გააკეთოს ეს, როდესაც:

 

1.ადეიშვილი უნგრეთის პრეზიდენტის მრჩეველია;

 

2.ახალაიებიდან ერთი დაკავებულია, მეორე ძებნაშია, მესამეს ბრალი წაუყენეს;

 

3.მერაბიშვილი ციხეშია;

 

4.კეზერაშვილზე სისხლი ჩააქციეს, მაგრამ გაექცათ...

 

5.უგულავას ბრალი წაუყენეს, მერობიდან გადააყენეს, საქმე სასამართლოშია;

 

6.ბოკერია ყველაზე ჭკივანი აღმოჩნდა, ისე უმუშავია, „პრიჩინა“ ვერ მოუძებნეს

 

ვინღა დარჩა?

 

და მაინც, ოპოზიცია გაცილებით ძლიერად გამოიყურება (ინტელექტუალურად, მორალურად), ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

 

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ოპოზიცია გადატეხოს ?

 

უნდა "მოუგვაროს" ან მიშას, ან ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას მთლიანად, ამისათვის დარჩათ ორი თემა:

 

ა) ჟვანიას საქმით სპეკულირება. 
ბ) მედიის მთლიანად კონტროლი.

 

ჟვანიას საქმე პრეზიდენტის სასახლის თემას საეჭვოდ დაემთხვა.
მარგველაშვილის პირველი ბრიფინგიდან,რომელიც გამართა ავლაბარში, ეს კადრები აიტვირთა რამდენიმე საათში...

 

ჟვანიაზე გავიგეთ, რომ ჰაკიმ ფაშა შოკირებულია ზოდელავას მიერ წელიწადნახევრის წინ დატოვებული მასალებით.

 

წელიწადნახევარი სეიფს ხსნიდნენ და რომ გახსნეს - ეს რა ნახეს, ზოდელავას ბომბი დაუტოვებია...

 

მედიას დარტყმა მიაყენეს,რეიტინგები აღარ არსებობს, მაგრამ ის არ გამოუვიდათ, რასაც ელოდნენ, თუმცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ოქრუაშვილი დაკითხეს გუშინ.

 

ამ ფონზე ივანიშვილი ჰყვება ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალებს შემდეგი ფრაზებით:

 

1.“ეს შიდა სამზარეულოა“
2.“ირაკლი ორჯერ თქმას არ საჭიროებს“
3.“მარგველაშვილს ორი თვე ვარწმუნებდი, მაგრამ მან ხასიათი გამოავლინა და არ დამიჯერა“
4.“ჩემი დეიდაშვილი ტრანზიტის და ბიზნესის გადანაწილების თემებს ალაგებს“
5.“ირაკლისთან (პრემიერთან) ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს“
6.მე ვწყვეტდი, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებდა თუ არა

 

ანუ ის ამბობს, რომ ჯამაჰირიის ლიდერი მუჰამედ კადაფია... ისე, კადაფიმ როგორ დაამთავრა, ხომ არ გახსოვთ?

 

ანუ ბიძინა ამბობს: ფეხებზე მკიდია დემოკრატია, კონსტიტუციური ჩარჩოები, პრეზიდენტი, მედიის თვისუფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, მე ეხლა მიჭირს, ჩემი მთავრობა დისკრედიტირებულია, ეკლექტურია და სუსტია, არჩევნებისთვის თუ ვერ მოვსპე მთავარი ოპოზიცია და მათ კარგი შედეგები დადეს, ერთი წელიც არ იქნება გასული და „ოცნება“ დაიშლება, ბიძინას კი 2016 წლიდან საქართველოში აღარ დაედგომება.

 

ამიტომ, ის გადმოდის შტურმზე, მიდის აბსოლუტურ ვა-ბანკზე.

 

ამ კვირებში წყდება გაუვა თუ არა ეს მას.
ამ კვირებში წყდება საქართველოს ბედი!“.

 

რუბრიკიდან: "საქართველოს მოქალაქის ნააზრევი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !