
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ, ზოგადად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამახინჯა ზურაბ ჟვანიას საქმე.
მანანა კობახიძე ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის უფლება ხელყოფილია: „არაფერი ნაციონალურმა მოძრაობამ არ გააკეთა იმისთვის, რომ ჟვანიას საქმის გარშემო არსებული კითხვებისთვის პასუხი გაეცა. მაშინდელი ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლიდა გამოძიებას, რადგან ის ყველანაირად იყო დაინტერესებული გამოძიება შეეფერხებინა, რადგან სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო გარეული ამ დანაშაულში“ - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების მოსვლით სიტუაცია შეიცვალა და სათავე დაედო რეალურ გამოძიებას. ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის უფლება არის ხელყოფილი, ამიტომ ამ საქმეზე სრული პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც დაინტერესებული იყო გამოძიების მიჩქმალვით, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ჟვანიას საქმე დაამახინჯა.“ - დაამატა მან.