
ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი გავრცელებულ კადრებზე ინფორმაციას არ ფლობენ და ნანახი არ აქვთ.
რაულ უსუპოვის მამის განცხადებით კი, მას დღესაც დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და ფიქრობს, რომ საქმე მალე გაიხსნება.
,,მე ზუსტად ეგ ვნახე თუ სხვა ვნახე არ ვიცი. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით დღესაც ვილაპარაკეთ ტელეფონზე, მაგრამ რა ვილაპარაკეთ, საიდუმლოა.
ნორმალურად მიდის და დასასრულს უახლოვდება. რა თქმა უნდა მოკლულები არიან და ორი აზრი არ არსებობს,“- აცხადებს იაშირ უსუპოვი ,,რუსთავი 2“თან სატელეფონო საუბრისას.
გოგლა ჟვანიას განცხადებით კი ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც გამოძიებაში დევს და ის ნამდვილია.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ „ჰაკიმ ფაშას“ (hakim pasha) სახელით „იუთუბზე" დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა ფოტოკოლაჟი ატვირთა სათაურით „Saakashvili killed Mr. zurab zhvania“.