
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ სიმღერაზე მუშაობს.
როგორც მომღერლის სოციალური ქსელიდან ირკვევა, იგი ყველასათვის საყვარელი სიმღერის "სომხური შალახოს" განსხვავებულ ვერსიას შესთავაზებს მსმენელს.
სიმღერის მოკლე ვერსია ნინო ჩხეიძის მსმენელებმა აღფრთოვანებით მიიღეს და დადებით კომენტარებს არ იშურებენ: "ყველაზე საოცარი და უკარგესი ვერსიაა ამ სიმღერის" ; "თქვენი განსაკუთრებული სიმღერებით მიყვარხართ" ; "საქართველოს მარგალიტი ხართ" ; "განსაკუთრებულად მომეწონა თქვენი შესრულებით" - აღნიშნავენ ნინოს გულშემატკივრები.