
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან "ევრაზიული არჩევანისა" და "თავისფალი ზონის" წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირსპირდნენ.
როგორც ,,აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი იტყობინება, დაპირისპირება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც "თავისუფალი ზონის" წევრებმა ,,ევრაზიული არჩევანის“ წევრებს ,,მონები“ უწოდეს.
დაკავებულია აქციის ორი მონაწილე , ორივე ,,თავისუფალი ზონის „ წევრია, მათგან ერთ–ერთი დაკავებული დავით გოგოხიაა, მეორეს ვინაობა უცნობია.