"დარდიანი მუხამბაზი" - გიორგი შოშიტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა რადიო "დარდიმანდზე"

Image

„დარდიანი მუხამბაზი“ -  ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც გიორგი შოშიტაშვილმა ქსოვრელებთან ერთად მსმენელს შესთავაზა.

 


სიმღერის პრემიერა რადიო „დარდიმანდის“ ეთერში, ტალღაზე - 97.1 შედგა.

 

გადაცემა „სიმღერის პრემიერის“ სტუმარი კი გიორგი შოშიტაშვილი გახლდათ.


როგორც გიორგიმ ინტერვიუში აღნიშნა, მუსიკა უცხოური სიმღერის ქოვერია, ტექსტი სალომე ვარდიაშვილს ეკუთვნის.


„ბევრი ვიფიქრეთ ვის უნდა დაეწერა ტექსტი ახალი სიმღერისთვის, მაგრამ სწორედ ძიების პროცესში სალომემ თავადვე დაწერა და მეც რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა, ამიტომაც სიმღერა მეორე დღესვე ჩავწერეთ“ , - ამბობს ქსოვრელების სოლისტი. 

 

მან, ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუშაობს კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე, რომელსაც დედას მიუძღვნის.  სიმღერის პრემიერა შემოდგომაზე შედგება.

--2022-12-08_13-21-59_370783.jpg




თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?