ვარკეთილში 24 წლის გოგოს ცხედარი სკოლის ეზოში იპოვეს-მკვლელი დაკავებულია

Image

ვარკეთილში, 180-ე საჯარო სკოლის ეზოში წუხელ გვიან ღამით 24 წლის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.  მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

 

პოლიციამ დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე შეძლო. ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დაკავებული აღიარებს დანაშაულს, მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სერგო ა. გაზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 14 მარტს, საღამოს, თაყაიშვილის ქუჩაზე, 180-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ანა ოვანესიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).“- ნატქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !