
კოალიცია ,,ევრაზიული არჩევანი – საქართველო“ 16 მარტს აქციას “ყირიმი რუსეთია” გამართავს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "ევრაზიული არჩევანი – საქართველოს" ოფისიდან აცნობეს.
აქცია ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის მხარდასაჭერად ტარდება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, აქციას ასობით საქართველოს მოქალაქე დაესწრება.
აქცია გაიმართება რუსეთის ძველ საელჩოსთან (თბილისი, ჭავჭავძის გამზირი, 51). და იგი 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ხვალ ყირიმში რეფერენდუმი იმართება, რის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქებმა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას უნდა დაუჭირონ მხარი.
ხვალინდელი რეფერენდუმი საერთაშორისო საზოგადოებამ და უკრაინის ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.
ფოტოკოლაჟი: კოალიცია ,,ევრაზიული არჩევანი – საქართველო“