
„კახური“ - ასე ჰქვია ჯგუფ „იბერიას“ ახალ სიმღერას, რომლის პრემიერა რადიო „დარდიმანდის“ ეთერში შედგა.
რაც შეეხება ვიდეო კლიპს, ჯგუფმა „YOUTUBE“ არხის გამომწერეს უკვე გაუზიარა.
კლიპში მთავარ როლს ყველასათვის საყვარელი გეგე სულხანიშვილი ასრულებს.
ვიდეო კლიპის ნახვა დღეიდან ტელეკომპანია „დარდიმანდის“ ეთერშია შესაძლებელი. ჯგუფი "იბერია" როგორც ქართულ ნაციონალურ სიმღერებს, ასევე საავტორო სიმღერებს თავაზობს მსმენელს.