
ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“ რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში 28 თებერვლიდან ბრუნდება.
მათ, ვისაც გიყვართ ქართული მუსიკა, შეგიძლიათ ყოველ ოთხშაბათს, საინტერესო სტუმრებთან ერთად, 18:00 საათზე, უსმინოთ გადაცემას რადიო ეთერის საშუალებით, სიხშირეზე - FM 98. 9 და ასევე, უყუროთ „ფეისბულ-ლაივში“.
პირველი გადაცემის სტუმარი იქნება ბლოგერი და მომღერალი გივიკო დიდია.