
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, გაზეთ „თუთარჩელას“ რედაქტორი კლარა აბრამია 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კლარა აბრამია უსახლკაროთა თავშესაფრის ბინადარი იყო. რამდენიმე წლის წინ საახლობლო წრის თაღლითობის გამო კლარა აბრამიამ ბინა დაკარგა და თავშესაფრის გარეშე დარჩა.
2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და მოსკოვში გადავიდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც აბრამიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს წერილი მისწერა და საქართველოში დაბრუნებისთვის დახმარება სთხოვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძემ პირადი სანაცნობო წრე გამოიყენა და კლარა აბრამიამ საქართველოში ჩამოსვლა შესძლო, თუმცა, აქ მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ბინადარი იყო, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
კლარა აბრამია ერთერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ის გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
"პირველი რადიოს" ფოტო