
,,ძალიან ადვილია თბილი სტუდიიდან ომზე საუბარი, როდესაც არც გიომია და თან ომიც დამთავრებულია, ობიექტური შეფასება ხალხისთვის მიმინდია,"– წერს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ამ კომენტარით გუნავა იმ ადამიანების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომისას ხელისუფლების წევრები ქვეყნიდან გარბოდნენ და სამშობლოს არ იცავდნენ.
ამ თემაზე გუშინ მწვავე დებატები იყო გადაცემა ,,რეაქციაში".