თემურ ალასანია: „მე იარაღის შეზღუდვაზე ვმუშაობდი და იარაღის ყიდვა-გაყიდვას მაბრალებენ...“

Image

მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია აცხადებს, რომ ის გაეროში იარაღის შეზღუდვის კუთხით მუშაობდა და როცა ამ საკითხებზე მომუშავე გაეროს მაღალჩინოსანს ვინმე იარაღის ყიდვა-გაყიდვას აბრალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის იმიჯსაც აყენებს ეჭვქვეშ.

 

ამის შესახებ თემურ ალასანიამ „რუსთავი2“-ის გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა:

 

„როდესაც ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ყოველთვის ვიყავი დაკავებული განიარაღების საკითხებით. ჟენევაში 4 წელი, გაეროში 24 წელი ვხელმძღვანელობდი უშიშროებისა და განიარაღების კომიტეტს, გაეროს განიარაღების კომისიას, შეიქმნა ჩვეულებრივი იარაღის ყიდვისა და გაყიდვის საერთაშორისო რეესტრი, მე მებარა იმ საკითხების ჯგუფი რომელიც არის ქიმიური, ბირთვული, რადიოლოგიური იარაღების აკრძალვა და მათი შემდგომი განადგურება.

 

ბოლო 5 წელი ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე რომელსაც დავალებული ჰქონდა შეექმნა კონფლიქტის პრევენციის ფორმები, საერთო პარამეტრები და ამ კონფლიქტებიდან გამოსვლის შემდგომი მშვიდობის დამყარების ინფრასტრუქტურის ელემენტები-ეს ყველაფერი არის ის, რასაც ვაკეთებდი და ვამაყობ.

 

უნდა გითხრათ, რომ ჩვენი თავდადებული, პატიოსანი შრომით მივაღწიეთ ბევრი სისხლიანი კონფლიქტის თავიდან აცილებას და სადაც კონფლიქტი წარმოებდა, მისი გამანადგურებელი ძალა იყო მინიმუმამდე დაყვანილი.

 

ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იარაღის გამყიდველის, სიკვდილის და სისხლის მსურველის იმიჯს...

 

როდესაც გაეროს მარალჩინოსანს აბარია იარაღის შეზღუდვა და აბარალებთ იარაღების ყიდვა-გაყიდვას, ეს ნიშნავს რომ ეჭვის ქვეშ აყენებთ იმ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებას და იმ საქმეს, რასაც ვემსახურებოდი... ეს აბსურდული ბრალდებაა“, - განაცხადა თემურ ალასანიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !