
დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ცხადი იყო, რომ მიმდინარეობდა მზადება ომისთვის.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანას ტოვებდნენ, მაშინ, როცა ისინი საკუთარ ხალხთან უნდა ყოფილიყვნენ“. ამის შესახებ კომენტარი ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა:
„ჩვენ ვნახეთ მიტოვებული მოსახლეობა, დაუმარხავი ჯარისკაცები და რომ არა საქართველოს პატრიარქი, ისინი უპატრონოდ დარჩებოდნენ. სამწუხაროდ, პირველი ვინც გარბოდა, ქვეყნის მთავარსარდალი იყო და ამის შესაბამისი კადრებიც არსებობს“ - დაამატა მან.