
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ" თებერვლის ბოლოს თანამშრომლებისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა - კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის.
როგორც ,,აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავჯდომარემ კობა გურეშიძემ და კოალიციასთან დაახლოებულმა მამაკაცმა თანამშრომლებმა დედის დღისა და 8 მარტის წინადღეებში ხელფასის 100% ოდენობის ფულადი პრემია მიიღეს.
ფულადი ჯილდოები ადრე, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს - მარტის დასაწყისში, ძირითადად, ქალებზე გაიცემოდა, რითაც ადგილობრივი ხელისუფლება მათ დედის დღესა და ქალთა დღეს სიმბოლურად ულოცავდა.
ამიტომ, მატერიალურ წახალისებას საკრებულოსა და მინიციპალიტეტის თანამშრომელი ქალბატონები ელოდნენ, მაგრამ მათ ნაცვლად, როგორც ჩანს, მამაკაცებმა თავი დაისაჩუქრეს. ფულადი ჯილდო საკრებულოში მომუშავე არცერთ ქალბატონს არ შეხვდა.
მათ ფრაქციის ხელმძღვანელობისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან არათუ ფულადი წახალისება, მისალოცი ბარათიც კი არ მიუღიათ.