"სამი წუთი დედამიწამდე", - ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც საქართველო კოპენჰაგენში, "ევროვიზია-2014"-ზე წარდგება.
სიმღერა სპეციალურად ევროვიზიისთვის ზაზა მიმინოშვილმა შექმნა, ტექსტის ავტორი კი ეუგენ ელიუა. ვიდეორგოლი ბასა ფოცხიშვილმა გადაიღო.
59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8 მაისს, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. სიმღერას ევროფესტივალზე The Shin & მარიკო წარადგენენ.