
მოდელი მარიამ სანოგო "რუსთავი2"-ის ახალი გადაცემის გადაცემის, „პრაიმ ჰაუსის“ წამყვანი გახდა.
საზოგადოების მხრიდან მარიამის ეთერში გამოჩენას საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა. ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მოდელმა ისაუბრა თუ როგორია მისი რეაქცია ამ კრიტიკაზე.
"სიმართლე გითხრათ, სოციალურ ქსელებში კომენტარებს ბევრი წელია, არ ვკითხულობ, რადგან ვიცი, რომ ქართველ საზოგადოებას ახასიათებს ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება. არაერთხელ შევხვედრივარ გამოხატვის ჩემთვის მიუღებელ ფორმას და ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ სოციუმის წევრი ვარ და გარკვეული შეხედულებების შესახებ, რა თქმა უნდა, ვისმენ და ვიცი. რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსის“ მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას, ეს მოსალოდნელი იყო. ახლის მიღება ყოველთვის გვიჭირს და ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა."
როგორც მარიამმა აღნიშნა ამ ფორმატის გადაცემა მისთვის სიახლეა, თუმცა, ძალიან საინტერესოა და მოლოდინსაც გადააჭარბა,იმდენად "ჩაითრია"