
წუხელ, გვიან ღამით ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში სუპერმარკეტი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველებმა მაღაზიიდან სურსათი და სიგარეტი წაიღეს:
„წუხელ, გვიან ღამით, კვალითის დასახლებაში, მელქაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი გაქურდეს. ამავე შენობაშია განთავსებული ,,ლიბერთი ბანკის'' მომსახურების ცენტრი.
მძარცველებმა ბანკის სეიფის გახსნა ვერ მოახერხეს, ხოლო მაღაზიიდან სურსათი და სიგარეტი გაიტანეს. ასევე, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის ორგანიზაცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.