
საქართველოს პროკურატურამ პარლამენტს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინადადებით მიმართა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "პარლამენტსაც მოადგნენ. როლანდ ახალაიასთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ", - წერს დეპუტატი.
იმუნიტეტის მოხსნის შესახებ შუამდგომლობას გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლე, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილიც: "მოქალაქე", კესო ახალაიაც უნდა დაიჭიროთ?", - წერს ის "ფეისბუქში".
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაია პროკურატურამ დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარა, მაგრამ დეპუტატი არ გამოცხადდა. "მე მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო, მაგრამ ამას მხოლოდ საჯაროდ გავაკეთებ", - განაცხადა მაშინ როლანდ ახალაიამ.