
რუსეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე DDoS ტიპის კიბერშეტევა განხორციელდა, თუმცა, ჰაკერებმა საიტის ბლოკირება ვერ მოახერხეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურში ადასტურებენ და ამბობენ, რომ არამარტო კრემლის, არამედ სხვა სამთავრობო საიტების კიბერშეტევაც მოხდა.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ სპეციალისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა კიბერშეტევის მიუხედავად, საიტმა ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, ამასთან, კიბერშეტევის კონკრეტულ მიმართულებას ვერ ასახელებენ.