-
2021-10-28 14:46
„სარე“ - სოფიკო ჭიაურელის ცნობილი სიმღერაა რომელიც თიკა ფაცაციამ განაახლა. მომღერლის ახლეური ვერსიით შექმნილი სიმღერის პრემიერა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ შედგა.
თიკა ფაცაციამ გადაცემაში აღნიშნა, რომ თავისი ინიციატივით არ ჩაწერა ეს სიმღერა, იმიტომ რომ სასიმღერო კარიერას გარკვეული ხანია ვერ აგრძელებს, რადგან ფიქრობს რომ ამ მიმართულებით არ აქვს ფართო არეალი და არც მოთხოვნადია ამ ეტაპზე. აღნიშნული სიმღერაც სწორედ სხვისი შემოთავაზებით მოხვდა მის რეპერტუარში.
„თითქოს ამ მიმართულებით არ მაქ არეალი რომელშიც შემიძლია დავიხარჯო, თითქოს არც მსმენელია და აღარ ვარ მოთხოვნადი. ეს სიმღერაც გარემოებიდან გამომდინარე მოხვდა ჩემს რეპერტუარში. ზოგადად იმდენად კლასიკაა ეს ნაწარმოები და ისეთი ცნობილი რომ ძაან რთული იყო მისი მორგება, მაგრამ იმდენად მომწონდა ეს კომპოზიცია, რომ არ შევუშინდი და დავთანხმდი შემოთავაზებას. მეამაყება კიდეც რომ ეს სიმღერა ჩემს რეპერტუარშია.“ - ამბობს თიკა ფაცაცია.
შეგახსენებთ, ყოველ ოთხშაბათს 18:00 საათზე ჩვენს ეთერშია გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“, სადაც თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ქართველი მომღერლები მათი სიმღერების და კლიპების პრემიერებით პირველებმა.