-
2021-10-28 13:58
„მელიქიშვილის გამზირი“ - ზურა დოიჯაშვილის სიმღერის ახლებური ვერსია და ახალი კლიპის პრემიერა გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ მომღერალმა, გოგა მესხმა წარადგინა.
გოგამ გადაცემაში აღნიშნა, რომ მას სურდა მისი მეგობრის, ზურა დოიჯაშვილის სიმღერა გაეცოცხლებინა მხოლოდ და მხოლოდ მისი პატივისცემის ნიშნად, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაეხსენებინა მომღერალი.
„ზურა იყო ჩემი უფროსი მეგობარი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი პატივისცემის და სიყვარულის ნიშნად ჩამეწერა მისი უკვდავი ჰიტი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს.“ - ამბობს გოგა მესხი.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს 18:00 საათზე ტრადიციულად ჩვენს ეთერში გავიდა გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“. გადაცემას ყოველ კვირა, ქართველი მომღერლები ახალი სიმღერების და კლიპების პრემიერებით სტუმრობენ.