-
2021-10-28 13:15
გადაცემაში „სტუმრად ნინოსთან“ ექიმი, ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა სიმღერის პრემიერით „თბილისო“ წარსდგა. თუმცა ამ სიმღერას მხოლოდ ლაშა არ ასრულებს, მასთან დუეტში მომღერალი, ნუცა თოფურიაცაა.
გარდა პრემიერისა, ლაშამ სხვა მუსიკალურ სიახლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სულ 5 სიმღერა აქვს ჩაწერილი, აქედან კი ორი დუეტი, ხოლო რადიო პრემიერა ჩვენს ეთერში მისთვის დებიუტია. ვინაიდან სიმღერა ლაშას პროფესიას არ უკავშირდება თქვა, რომ ის ამით სიამოვნებას იღებს და მისთვის ერთგვარი ჰობია.
„სიმღერა ძალიან მიყვარს, ამით ვღებულობ სიამოვნებას და ერთგვარი განტვირთვაცაა ჩემთვის, რაც ასევე მაძლევს ენერგიას. ჩაწერილი მაქვს 5 სიმღერა, აქედან სამი არის სოლო და ორი დუეტი“ - ამბობს ლაშა უჩავა.
ოთხშაბათს 18:00 საათზე ჩვენს ეთერში ტრადიციულად გავიდა გადაცემა „სტუმრად ნინოსთან, რომლის წამყვანი მომღერალი, ნინო ჩხეიძეა. გადაცემაში თქვენ შეგიძლია მოისმინოთ ახალი სიმღერების პრემიერები და ნახოთ მათი კლიპები პირველებმა მხოლოდ ჩვენს ტალღაზე.