
დღეს, 15:00 საათზე რადიო მაუწყებლები - რადიო ,,დარდიმანდი'' და რადიო ,,აფხაზეთის ხმა'' ერთი წუთით მაუწყებლობას შერწყევტს.
“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად რადიო მაუწყებლები ერთიანდებიან და სწორედ ასე გამოხატავენ მწუხარებას.
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ლექსოს სახლიდან სასაფლამდე მსვლელობით მივლენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.